არაფერი მეტი!


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხო,ხვალ გაზაფხულის პირველი დღე იქნება,კარგია არა? ძლივს,მეღირსება იმედი მაქვს კარგი ამინდები,თორე უკვე აღარ შემიძლია ასე თბილად ჩაცმა,მაწუხებს უკვე კაშნეებით სიარული … შენ როგორ ხარ? ვიმედოვნებ კარგად.გუშინ ვფიქრობდი პოსტის დადებას მაგრამ რაღაც მუზა არ მქონდა,ასე ყოველდღე არ შემიძლია აზრების გადმოლაგება,აბდაუბდად გამომდის და მირჩევნია კვირაში ერთხელ ან ორჯერ დავწერო … ნუ ახლაც არ ვწერ რაიმე განსაკუთრებულს,მაგრამ მაინც …

იცი რაზე ვოცნებობ?ერთ დღეს გავიღვიძო და ქუჩები ცარიელი დამხვდეს,მხოლოდ მე რომ ვიბოდიალო ჩემთვის და უაზრობები ვაკეთო … ხო მეც ვფიქრობ რომ ცოტა დალაგებულად ვერ ვარ ! კიდე იცი რა მინდა? უამრავი რამ მინდა,მინდა ვიყვირო,ვიცინო,გავბრაზდე,ჭკუიდან გადავიდე მინდა ყველაფერი მოვასწრო,ამას წინათ იცი სიკვდილზე ვფიქრობდი,წარმოიდგინე ქუჩაში მივდივარ და უცებ მანქანამ გამიტანა,ასე წამებში,რა უაზრო სიკვდილი იქნებოდა არა? მერე აღარ გეყოლებოდი,ისე დაგწყდებოდა გული? მხოლოდ ერთი წამი მაინც გეწყინებოდა? ვფიქრობ რომ სადღაც გულის სიღრმის სიღრმეში დაითრგუნებოდი,მხოლოდ და მხოლოდ იმის შიშით რომ გვერდით აღარ გეყოლებოდა ის ადამიანი რომელიც მოგისმენდა და რჩევას მოგცემდა,მაგრამ მხოლოდ წამით … ოდესმე მაინც შემოგიხედია ჩემთვის სხვანაირად? მე კი,პირველივე დღიდან ჩემს გულში დაისადგურე ბინა,მაგრამ ამას შენ ვერასოდეს ხვდებოდი,ყოველთვის ”და ძმურად” ვიყავით – არაფერი მეტი! … არა არა მე არ გადანაშაულებ,ჩემი ბრალია,თავიდანვე ვიცოდი რომ გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობა არ არსებობს,არც არსებობდა და არც იარსებებს … ერთხელ მაინც ჩემთვის ისე მოგისმენია როგორც მე გისმენდი? შენ არა – მე კი,ყოველთვის მთელი გულით გისმენდი ისე რომ თვალს არ გაცილებდი და ბოლომდე გეძიებოდი,როცა შენს პრობლემებს მიყვებოდი,მეც ისევე განვიცდიდი,უფრო მეტადაც კი ვიდრე შენ,მაგრამ შენ ეს არასდროს არ შეგიმჩნევია იმიტომ რომ მე არ გაძლევდი საბაბს,მაფასებდი,გიყვარდი ოღონდ მხოლოდ მეგობრულად – არაფერი მეტი! მეკითხებოდი ჩემს პირად ამბებს,მაგრამ პასუხი მხოლოდ ერთი იყო – არაფერი განსაკუთრებული,ყოველთვის გიკვირდა,მაგრამ მაინც ვახერხებდი შენს დარწმუნებას … იცი ყველაზე მეტად რა მაკვირვებს? ის რომ არასდროს არ შეგპარვია ეჭვი,მიუხედავად ყველაფრისა არასოდეს დაეჭვებულხარ,არც კი გიფიქრია,ყოველთის წუწუნებდი რომ ნეტა სად იყო ის ერთადერთი ადამიანი,გულს მიშლიდი … არადა რა ახლოს ვიყავი! დაუზარებლად ვლაპარაკობდით შენს  თაყვანისცემლებზე,ვინ მოგწონდა ვინ არა,ყველაზე გასაკვირი კი ის იყო რომ ეს მე არ მაღიზიანებდა,ალბათ იმიტომ რომ ვიცოდი მაქსიმუმ შენი სიყვარულობანა თვე ნახევარი გაგრძელდებოდა,მეტი არა – ერთად დავდიოდით,ვლაპარაკობდით მაგრამ – არაფერი მეტი!

იცი,ბედნიერი ვარ იმიტომ რომ მაინც რაღაც შევძელი და მე ახლა ერთადერთი ვარ  ვისაც შენ უწოდებ – ”ეს არის ერთადერთი ადამიანი ვისთანაც მე მე ვარ” – და შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს,თუ რა ბედნიერი ვარ მე ამ წუთებში,ან კი როგორ წარმოიდგენ … საოცარია არა? მაგრამ – არაფერი მეტი! და იცი საკვირველი რა არის,ჩემს გულში მაინც არის იმედი … უკვე საკმაოდ დიდები ვართ და შენ მაინც ვერაფერს ვერ ხვდები,იქნებ არ გინდა რომ მიხვდე? თუმცაღა ამას უკვე არანაირი აზრი აღარ აქვს,რაც არის არის,დღემდე ასე მოვდივართ,მე ნელ ნელა ვეგუები და უბრალოდ ვირგებ ჩვენს ურთიერთობას,არ ვწუწუნებ,შენ ისევ მიყვები,მე ისევ გისმენ მაგრამ – არაფერი მეტი!

 

Advertisements
This entry was published on თებერვალი 29, 2012 at 7:57 PM and is filed under Generally. Bookmark the permalink. Follow any comments here with the RSS feed for this post.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: